„ოპონენტებს ვიწვევთ კვლავ დიალოგის მაგიდასთან, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგსა და კონსენსუსს ალტერნატივა არ აქვს. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიან, კონსტრუქციულ გადაწყვეტას გულისხმობს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
„ვუერთდებით საელჩოს გულისტკივილს, რომ სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა, თუმცა აღვნიშნავთ, რომ მართლმსაჯულების გამოხატვის პრეროგატივა დამოუკიდებელ სასამართლოს აქვს და არა პოლიტიკოსებს.
გვსურს, ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსიროთ, რომ პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისათვის ვერ იქნება ერთგვარი თავშესაფარი, „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სამოხელეო დანაშაულის, განსაკუთრებით კი გადასახადის გადამხდელთა თანხის არამიზნობრივად გამოყენებისათვის სახელმწიფოს რეაგირება იყოს უკიდურესად მკაცრი“, – განაცხადა მდინარაძემ.
“გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობაზე”- ოპოზიცია მოლაპარაკებებს წყვეტს
10 თებერვალი, 2020
„სიბრიყვისა და შიშის კომბინაცია” – უგულავას შეფასება მის დაჭერაზე
10 თებერვალი, 2020
10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ უგულავას დამატებით 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები – შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.