ჩვენ ერთად დავამარცხეთ ჰიტლერი და დავამარცხებთ პუტინსაც - კულება

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, რომ უცხოელებს, ვისაც სურს უკრაინის თავდაცვის ლეგიონის ნაწილი გახდეს, დაუკავშირდნენ უკრაინის დიპლომატიურ მისიებს მათსავე ქვეყნებში.

„უცხოელებს, რომლებსაც სურთ დაიცვან უკრაინა და მსოფლიო წესრიგი, როგორც უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონის ნაწილს, გეპატიჟებით დაუკავშირდეთ უკრაინის უცხოურ დიპლომატიურ მისიებს თქვენს შესაბამის ქვეყნებში. ჩვენ ერთად დავამარცხეთ ჰიტლერი და დავამარცხებთ პუტინსაც, “- წერს ის.