ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში საბავშო ბაღს ცეცხლი გაუჩნდა. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს და მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მათივე ცნობით, შენობიდან აღსაზრდელების და საბავშვო ბაღის მასწავლებლების ევაკუაცია დროულად მოხდა.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.