სოფელ ერგეტაში საბავშო ბაღს ცეცხლი გაუჩნდა

პუბლიკა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში საბავშო ბაღს ცეცხლი გაუჩნდა. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე  სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს და მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მათივე ცნობით, შენობიდან აღსაზრდელების და საბავშვო ბაღის მასწავლებლების ევაკუაცია დროულად მოხდა.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.