დეპუტატი ფრიდონ ინჯია საქართველოში რუსული კაპიტალის შესახებ კვლევაში

პუბლიკა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საქართველოში რუსული კაპიტალის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართაკვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ საქართველოში რუსული მსხვილი კომპანიები წარმოდგენილნი არიან კავშირგაბმულობის, ბუნებრივი რესურსების, საბანკო სექტორსა და მობილური ოპერატორების სფეროებში. 

კვლევის მიხედვით, ფიქსირებული ტელეფონისა და ინტერნეტის სფეროში განსაკუთრებით საყურადღებოა „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრის, ფრიდონ ინჯიას მფლობელობაში არსებული კავშირგაბმულობის კომპანიები: „ახალი ქსელები“, „სისტემ ნეტი“, „ფოპნეტი“, „CGC“.

ინჯია და მისი ოჯახის წევრები, რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან. ინჯია, პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა მოგვიანებით კი ცალკე პარტია „ევროპული სოციალისტები“ დაარსა.

ახალი ქსელებისა და CGC-ის მეშვეობით ფრიდონ ინჯია აკონტროლებს  ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25.19 %-ს. 2021 წლის ნოემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, ამ სერვისს საქართველოში 241 742 ადამიანი იყენებს. ინჯიას კომპანიები ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის 6.2%-საც იკავებს. საერთო ჯამში ამ ბაზარზე სულ 940 727 აბონენტია.

ფრიდონ ინჯიამ ბოლო დღეებში ყურადრება მიიქცია განცხადებით, რომ „უკრაინას საქმე მძიმედ აქვს“ და „ხომ არ დადგა დრო, საქართველო „Мир-ის“ სისტემას შეუერთდეს და მოგება მიიღოს“.