დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში 5 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.
როგორც მშობლები „შაბათის ფორმულასთან“ ჰყვებიან, 5 წლის შვილი მუცლის ძლიერი ტკივილით დასავლეთ ასქართველოს სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს, ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ ბავშვისთვის აპენდიციტის მოკვეთა გადაუდებლად სჭირდებოდა. როგორც მშობლები ჰყვებიან, ბავშვს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევა, მოგვიანებით მათ შეატყობინეს, რომ ბავშვს ტრაქეაში მილი ვერ მოარგეს, ყელი შეშუპდა, მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციაში გადაიყვანეს.
„გაუკეთეს ანალიზები, არაფერი პრობლემა არ აქვსო, გაუკეთეს ანესთეზია, [სავარაუდოდ] წამოიღო ნახველი, ერთი მილი მოსინჯეს, მეორე, მესამე და ძლივს მივიდნენ იქამდე რომ ბავშვის ყელის შესაბამისი მილი მოერგოთ, ამასობაში ბავშვბს ყელი შეუშუპდა, დაუზიანეს და აღარ შეეძლო ბავშვს თავისით სუნთქვა, ამიტომ შეაერთეს აპარატზე,- თუ არის სიმართლე ეს უნდა თქვან, მე მინდა რომ ამ დაქცეულ ქვეყანაში სამართალს მივაგნო და თუ ვინმე დამნაშავეა ჩემი შვილის ამ დღემდე მიყვანაში ყველამ აგოს პასუხი, ჩემს შვილს არაფერი სჭირდა ისეთი რა სიტუაციაც ახლაა, ბავშვმა თავის ფეხით აიღო ანალიზები“,- ჰყვება ბავშვის მამა ზურაბ ბაზაძე.
მშობლებს სურთ პასუხი მიიღონ კითხვებზე, რა მოხდა ოპერაციამდე, რა გართულბები იყო უშუალოდ ოპერაციის მიმდინარეობისას და ოპერაციის შემდეგ? რატომ არ აძლევდნენ მათ უფლებას ბავშვთან რეანიმაციაში დედა დარჩენილიყო?
„მოხდაო რამდენიმე მილის ჩანაცვლება, ვერ მოვარგეთ მილი მის სასუნთქ გზებსო, რის შედეგადაც შეშუპდა ეს ყევლაფერიო და მოგვიწია რეანიმაციაში ბავშვის გადაყვანაო, ველოდებოდით რომ დასტაბილურდებოდა ყველაფერი, ბავშვთან არ მიშვებდნენ.
საღსალამათი ბავშვი თავისი ფეხით დადიოდა რენტგენზე, კატეზე…
ველოდებით ექსპერტიზის პასუხს, თუ რა გახდა მიზეზი იმისი რომ ასეთ მიდგომარეობამდე მიიყვენს ბავშვი, ზედმეტი ჰაერი ფილტვებში, ნარკოზი თუ რა?“,- ამბობს დედა თატია ტყემალაძე.
როგორც მშობლები ჰყვებიან, ბავშვის ოპერაციიდან 2 დღეში მათ დაურეკეს კლინიკიდან და უთხრეს რომ ბავშვს გულის გაჩერების ეპიზოდები ჰქონდა და გარდაიცვალა.
„27 ოქტომბერს, დილის 5-6 საათი იქნებოდა რომ დაგვირეკეს რომ გულის გაჩერების ნიშნები აქვს თქვენს შვილსო და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთო და სადღაც 10 წუთის ინტერვალით ჩვენ რომ დავრეკეთ, ბოდიში თქვენი შვილი გარდაიცვალაო.“
როგორც კლინიკის იურიდიული სამსახურის უფროსი არმაზ ხელიძე „შაბათის ფორმულასთან“ ინტრევიუში ამბობს, მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყო მოკვლევა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სააგენტომ და პარალელურ რეჟიმში გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე აწრამოებს შსს.
„ორივე უწყებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ორივე უწყებას დაუყოვნებლივ მიეწოდა მოთხოვნილი ინფომრაცია და სამედიცინო დოკუმენტაცია, თუმცა და ეტაპზე მინდინარეობს საკითხის შესწავლა, გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გავატარებთ ღონისძიებებს გადაწუყვეტილებიდან გამომდინარე“,- ამბობს არმაზ ხელიძე.
მშობლები ექსპერტიზის დასკვნას ელიდებიან და მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ.
„პუბლიკას“ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში დაუდასტურეს, რომ საქმეზე მოკვლელა მიმდინარეობს, შესაბამისად დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებენ და მოკვლევის დასრულებისთანავე სრული ინფორმაცია ეცნობება გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს.