რუსეთის მთავრობამ აკრძალა მანქანების, თვითმფრინავების, დრონების ექსპორტი 2022 წლის ბოლომდე. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს Tass-ზე დაყრდნობით. იმ პროდუქტების სიაში, რომლის ექსპორტიც წლის ბოლომდე აიკრძალება, სულ 200-ზე მეტი დასახელების საქონელი მოხვდა.
მათ შორის არის ტექნოლოგიური, სამედიცინო აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები, სატელეკომუნიკაციო, ელექტრონული აპარატურა და სოფლის მეურნეობის ტექნიკა.
როგორც რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, აღნიშნული ზომა მიღებულია რუსეთის ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. რუსეთის მინისტრთა კაბინეტში ამბობენ, რომ ახალი შეზღუდვა არ გავრცელდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე.