ორგანიზაციამ „CRRC საქართველომ“ უკრაინაში ომის შესახებ საქართველოს მოსახლეობის შეხედულებები იკვლია.
კითხვაზე – უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთისა და რუსეთის ხელისუფლებისთვის დაწესებულ სანქციებს, მოსახლეობის 39% პასუხობს, რომ საქართველო ყველა დაწესებულ სანქციას უნდა შეუერთდეს; 27%-ის აზრით, ზოგიერთ დაწესებულ სანქციებს. მოსახლეობის 19% მიიჩნევს, რომ საერთოდ არ უნდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ხოლო 14%-ის პასუხია – არ ვიცი. მოსახალეობის 1%-მა კი ამ კითხვას არ უპასუხა.
შეკითხვაზე – ევროკავშირის, აშშ-ისა და რიგი ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო უნდა გამკაცრდეს თუ არა – მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.
კვლევის მეთოდოლოგია: საველე სამუშაოები ჩატარდა 7-10 მარტს, სატელეფონო გამოკითხვა ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით მოხდა, შეირჩა 1 092 აბობნენტი, ცდომილება – 2.96%, გამოპასუხების დონე – 24%.