საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.
რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა, რეზოლუციას ხმა მისცა 111-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.
დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მეტი ძალისხმევა გაიღოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, რათა საბოლოოდ მოხდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრება.
ამასთან, რეზოლუცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტების მოუწოდებს გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების დასაჩქარებლად.
რეზოლუციის ტექსტთან მიმართებით რიგი შენიშვნები ჰქონდათ პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციონერ დეპუტატებს, თუმცა მათ მხარი დაუჭირეს პროექტს.