უკრაინაში კიდევ ერთი ჟურნალისტი, უკრაინელი ალექსანდრა კუვშინოვა მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ის Fox News-ის ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. მასთან ერთად დაიღუპა Fox News-ის ოპერატორი პიერ ზაკრზევსკი, ამავე მედიაორგანიზაციის ჟურნალისტი ბენჟამინ ჰოლი კი დაიჭრა.
ჟურნალისტები კიევიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ გორენკაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
13 მარტს უკრაინის ქალაქ ირპენში დაიღუპა ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო.