უკრაინაში Fox News-ის ოპერატორი მოკლეს

პუბლიკა

უკრაინაში Fox News-ის ოპერატორი პიერ ზაკრზევსკი დაიღუპა. როგორც Fox News წერს,  პიერ ზაკრზევსკი ჟურნალისტ ბენჟამინ ჰოლთან ერთად კიევთან ახლოს იმყოფებოდა მანქანაში, რა დროსაც მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

„დიდი მწუხარებით გიზიარებთ ახალ ამბავს ჩვენს საყვარელ ოპერატორ პიერ ზაკრჟევსკის შესახებ. პიერი მოკლეს კიევტან ახლოს, უკრაინაში. პიერი მუშაობდა საომარ ზონებში, აშუქებდა FOX News-ის თითქმის ყველა საერთაშორისო ამბავს ერაყიდან, ავღანეთიდან და სირიიდან დიდი ხნის განმავლობაში“, – თქვა Fox News-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიუზან სკოტმა.