„პარლამენტში მეორე პარტიას ვამზადებთ ჰუმანიტარული დახმარების, ვაგროვებთ თანხას. ოპოზიციის არცერთ წევრს შემოწირულება არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ეს ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნონ უკრაინაში. თუკი საქმე უნდათ, დაიწყონ აქედან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით.
„თუ სურთ, რეალურად დაეხმარონ უკრაინას, აი, პარლამენტში რომ გვაქვს გახსნილი ფონდი შემოწირულების, ერთ-ერთმა მაინც, ვინმემ ოპოზიციიდან შეიტანოს ერთი თეთრი მაინც, რომ უკრაინას დავეხმაროთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.