საქართველოს პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. გთავაზობთ მისალოც ტექსტს:
„მის აღმატებულებას,
საქართველოს პრეზიდენტს,
ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს
ქალბატონო სალომე,
გულითადად გილოცავთ დაბადების საიუბილეო თარიღს. დიდია თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, მაგრამ ღმერთი მის მსასოებელთ შეწევნას არ მოაკლებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სამეუფეო გზით სვლის უნარს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
იხარეთ ორსავ სოფელსა შინა.
პატივისცემით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”.