ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავა

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პარასკევს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩავა, – ამის შესახებ თეთრი სახლი პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში მას შემდეგ გაემგზავრება, რაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხს ნატო-ს მოკავშირეებთან, დიდი შვიდეულის წევრებთან და ევროკავშირის ლიდერებთან განიხილავს.

„პრეზიდენტი განიხილავს, თუ როგორ რეაგირებს აშშ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში