„მე ამგვარ სიტყვებს არ გამოვიყენებდი" - მაკრონი პუტინისთვის ყასაბის წოდებაზე

პუბლიკა

„მე არ გამოვიყენებდი ამგვარ სიტყვებს, რადგან ვაგრძელებ დისკუსიას პრეზიდენტ პუტინთან”, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გუშინდელ განცხადებას ვარშავაში.

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ყასაბი“ უწოდა.

„ჩვენ გვსურს შეჩერდეს ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში ესკალაციის გარეშე წამოიწყო – ეს არის მიზანი. თუ ეს ის არის, რისი მიღწევაც გვინდა, არ უნდა გავამძაფროთ მდგომარეობა არც სიტყვებით და არც მოქმედებებით”. – თქვა მაკრონმა France 3-თან ინტერვიუში.