ღარიბაშვილი: მაგალითად, 2006 წელს წლიური ინფლაცია 14.5% იყო

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე დღეს ინფლაციის დონე წინა ხელისუფლების პერიოდს შეადარა და თქვა, რომ ენმ-ის მმართველობის დროს საშუალო წლიური შეწონილი ინფლაცია 6.2% იყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი ინფლაციის მაჩვენებელი 4.1% ია.

„შედარებისთვის მინდა, რომ მოქალაქეებს ავუხსნა. თებერვალში ინფლაციის დონემ 13.7% შეადგინა. რაც, რა თქმა უნდა, მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ ამას გააზრებულად ვუდგებით. მე არ მინდა, შედარება გავაკეთო წინა მთავრობასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და ცდილობენ მოქალაქეები შეიყვანონ შეცდომაში, მინდა შევახსენო, რომ მათ პერიოდში წლიური ინფლაცია 2011 წლის მაისში 14.2% იყო, იმავე წლის მარტში 13.9%, აპრილში 13.5%, უფრო ადრეც ინფლაცია შეადგენდა 14.5% 2006 წელს მაგალითად. საშუალო წლიური ინფლაცია შეწონილი წინა ხელისუფლების იყო 6.2%, მაშინ, როცა ჩვენი მთავრობის 9-წლიან პერიოდში 4.1%-ია შეწონილი წლიური ინფლაცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.