აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 434 ადამიანია რეგისტრირებული

პუბლიკა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მათ მონაცემთა ბაზაში აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 434 ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან 8 მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, 426 კი – პირადი მიმართვის შემდეგ.

რაც შეეხება აკრძალულ პირთა სიას, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მათ, ვისაც პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევა სურს, შეუძლიათ მიმართონ მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს ან ისარგებლონ მოძრავი სერვისცენტრის – RS CAR მომსახურებით, რომლის გადაადგილების განრიგი განთავსებულია ბმულზე.