„გაბედეს“ აქტივისტებმა ივანიშვილს დაბადების დღეზე „სინდისი“ აჩუქეს

პუბლიკა

„გაბედეს“ აქტივისტების ნაწილი ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ბიზნესცენტთან იმყოფება. მათ ადგილზე სასაჩუქრე ყუთი მიიტანეს და აცხადებენ, რომ მასში „სინდისია“, რაც ბიძინა ივანიშვილის არ გააჩნია და ყველაზე მეტად სჭირდება.

დღეს, 18 თებერვალს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. ის 64 წლის გახდა.