მიუღებელია სიტყვა დამხობა, ამ ქვეყანაში რევანში უნდა დასრულდეს – ხაზარაძე მერაბიშვილზე

პუბლიკა

პარტია „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძეს აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს.

„მიუღებელია სიტყვა დამხობა. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს რევანში. უნდა დასრულდეს ხელისუფლების რევანშის გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, პროგრესისთვის. ჩვენი ქვეყნის აღმავლობისთვის. ვანო მერაბიშვილისა და მისი პარტიის გადასაწყვეტია და თვითონ ჩამოყალიბდება მის პოლიტიკურ მომავალზე. ჩვენ თანამშრომლობას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს, დილით დატოვა. მან ჟუნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

„მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება… ეს აუცილებელია, რომ ქვეყანა განვითარდეს. ახალგაზრდებს მიეცეთ პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსებული პენსია.. წლის ბოლომდე, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება…“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.