avatar
ანდრია ჯაღმაიძე
რა თქმა უნდა, დიდია პრემიერის როლი ამ საქმეში. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი მარტივი თემა არ არის მიწის გადმოცემა წმინდა მიწაზე საქართველოსთვის და ბოლო პერიოდში, თუ გადავავლებთ თვალი ჩვენს ისტორიას, ტერიტორიებს უფრო ვკარგავდით, ვიდრე ვიმატებდით და დაე იყოს ეს საწინდარი იმის, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს და ზოგადად, შევიძინოთ ის, რაც საბოლოო ჯამში სულიერ შედეგს მოგვიტანს

ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. ის საქართველოს დელეგაციასთან ერთად იორდანიაში იმყოფებოდა.