დუმამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც რუსეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს აღარ შეასრულებს

პუბლიკა

რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უარს ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე.

მიღებული ცვლილებების მიხედვით, 2022 წლის 15 მარტის შემდეგ (რუსეთის ფედერაციის ევროსაბჭოდან გასვლის შესახებ განცხადების შეტანის დღიდან) მიღებული სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, არ შესრულდება.

ამასთან, კომპენსაციის გადახდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  გადაწყვეტილებების შესაბამისად განხორციელდება მხოლოდ რუბლით და მხოლოდ რუსეთის ბანკების ანგარიშებზე.

რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას 2023 წლის 1 იანვრამდე შეეძლება განმცხადებელს ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  გადაწყვეტილებების შესაბამისად.