სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც უცნობი პირი, სავარაუდოდ, მცხეთაში მდებარე რესტორნის ტერიტორიაზე ავტომატს ისვრის.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, ვიდეოზე აღბეჭდილი პირი პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.