პირი, რომელიც ავტომატს ისვრის იდენტიფიცირებულია, დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება - შსს

პუბლიკა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც უცნობი პირი, სავარაუდოდ, მცხეთაში მდებარე რესტორნის ტერიტორიაზე ავტომატს ისვრის.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, ვიდეოზე აღბეჭდილი პირი პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.