საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ჰომოფობიური, პრორუსული და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფოს” მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარისშემცველი მოსაზრებების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა და 151-ე მიხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას და მუქარას გულისხმობს.
მათივე ცნობით, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე დაიბარეს.