ბრიტანეთი საქართველოს რუსეთის კიბერთავდასხმებისგან დასაცავად 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა NATO-ს სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთის კიბერთავდასხმებისგან დაცვის მიზნით, ბრიტანეთი საქართველოს 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს.

ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. ინფორმაციაში საუბარია, რომ დიდი ბრიტანეთი ასევე უშუალოდ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კიბერთავდაცვისა გასაძლიერებლად.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადების თანახმად, რუსეთი დიდი ხანია იყენებს საქართველოს, როგორც მისი კიბერშესაძლებლობების საცდელ ადგილს. ეს დაიწყო 2008 წელს, როდესაც მსოფლიოში პირველი კოორდინირებული კიბერშეტევები გამოიყენეს ქვეყნის უსაფრთხოების დასაზიანებლად, მაშინ როდესაც რუსეთმა განახორციელა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ანექსია.


მადრიდში NATO-ს 2022 წლის სამიტი დაიწყო. ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები და NATO-ს პარტნიორები ესპანეთის დედაქალაქში 28 ივნისს შეიკრიბნენ. 29-30 ივნისს კი სამიტის ძირითადი ნაწილი წარიმართება.