Publica Logo
Search
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • სტატია
  • ბლოგი
  • ვიდეო
  • ფოტო
  • ციტატა
  • ქვიზი
  • ავტორები
  • ჩვენ შესახებ
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • სტატია
  • ბლოგი
  • ვიდეო
  • ფოტო
  • ციტატა
  • ქვიზი
  • ავტორები
  • ჩვენ შესახებ
ბმული კოპირებულია

ივანიშვილი და დეოლიგარქიზაცია - სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე მორიგ განცხადებას ავრცელებენ

30 ივნისი, 2022
პოლიტიკა
პუბლიკა avatar
პუბლიკა 19:56, 30 ივნისი, 2022
30 ივნისი, 2022
ბმული კოპირებულია
Article main image

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე მორიგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ სურთ მათი ხედვა მიმდინარე საკითხებთან გააცნონ საზოგადოებას. განცხადებაში საუბარია, კანდიდატის სტატუსზე, დეოლიგარქიაზე, ბიძინა ივანიშვილსა და სხვა საკითხებზე.

„დეოლიგარქიზაცია – ევროკომისიის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი დეოლიგარქიზაციას ეხება. ამ კუთხით, ნაციონალური მოძრაობა და მისი უცხოელი მეგობრები თავხედურად მიანიშნებენ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის სახელი და გვარი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც კი ჩაწერეს.

… რაც შეეხება პოლიტიკაზე მის გავლენას: გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, პოლიტიკაში მისი ჩარევის არცერთი ფაქტი არ არსებობს.

მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან გავიდა, ბიძინა ივანიშვილმა ერთადერთი საჯარო განცხადება გააკეთა, როდესაც გავრცელებული სპეკულაციების საპასუხოდ, გახარიას ქმედებას თავისი სახელი დაარქვა. არცერთ სხვა შემთხვევაში, მას საზოგადოების განწყობაზე გავლენის მოხდენის არცერთი პირდაპირი თუ ირიბი მცდელობა არ ჰქონია.

როგორც უკვე ვთქვით, ივანიშვილი არც კვირიკაშვილის და არც გახარიას საქმეში არასოდეს ერეოდა. თუმცა, საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს თეორიული ეჭვი, ხომ არა აქვს მას კომუნიკაცია მოქმედ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარტიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ამას უარყოფს, საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს, თუნდაც, აბსტრაქტული ეჭვი, ხომ არ უკავშირდებიან ისინი ივანიშვილს ან, პირიქით, ივანიშვილი მათ.

თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ივანიშვილი გუნდის ლიდერებს პერიოდულად რაიმე რჩევებს აძლევს, პოლიტიკაში ეს ნორმაა და არაფორმალურ მმართველობას არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს. მაგალითად, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმაზე, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ლამის მთლიანად ბარაქ ობამამ დააკომპლექტა, თუმცა, ამისათვის ობამა დღემდე არავის გაუკრიტიკებია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ისინი კვლავ იმეორებენ, რომ ოლიგარქი არა ბიძინა ივანიშვილი არამედ ოპოზოციური პარტიის ლიდერები არიან, ასევე მიხეილ სააკაშვილი.

„დეპოლარიზაცია – დეპოლარიზაციაზე ვინმე სერიოზულად რომ ფიქრობდნენ, პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსზე არ გვეტყოდნენ უარს. ფაქტია, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არა დეპოლარიზაციას, არამედ სწორედ რომ პოლარიზაციას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმთავითვე ადვილი გამოსაცნობი იყო.

დეპოლარიზაციის ცნება იმდენად აბსტრაქტულია, რომ საიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ ყურს. უკვე ცხადად შეიძლება იმის წინასწარმეტყველება, თუ რამდენ აბსურდულ მოთხოვნას დაუკავშირებენ დეპოლარიზაციას”, – ამბობენ ისინი.

ამის შემდგე განცხადებაში კვლავ ბიძინა ივანიშვილის უბრუნდებიან და მის მიმართ „არაფორმალურ სანქციებს”.

„ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, კანდიდატის სტატუსით ხორციელდება ზეწოლა მთავრობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, არაფორმალური სანქციით – ბიძინა ივანიშვილზე.

ისმის მარტივი შეკითხვა – რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან? ეს კაცი პოლიტიკაში არ ერევა და რომც ერეოდეს, ვერავინ ამბობს, თეორიულად, ამით რას შეიძლება აფუჭებდეს. ივანიშვილი რომ არაფერს აფუჭებს, სინამდვილეში, ეს მათაც ძალიან კარგად იციან.

რჩება ერთადერთი ლოგიკური ინტერესი ორი ვარიაციით, რაც ამ ძალებს ივანიშვილის მიმართ შეიძლება ამოძრავებდეს: ან უნდათ, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ დააბრუნონ პოლიტიკაში, რათა რუსეთისთვის  სანქციები დააწესებინონ და საქართველო მეორე ფრონტად აქციონ, ან უნდათ, მას ამგვარი მითითებები გუნდის ლიდერებისთვის მიაცემინონ.

გარკვეული ძალები ხედავენ, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე და მთელი გუნდი ჯიუტად იცავენ პოზიციებს და არც სანქციებს და არც ომს არ თანხმდებიან. ასეთ დროს, ივანიშვილია ერთადერთი, ვისაც მათი გადარწმუნება და პროცესების სხვა მიმართულებით წარმართვა შეუძლია.

ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების წარმომადგენლებს მსგავსი საუბარი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაც ექნებოდათ”, – ამბობნე ისინი.

როგორც მმართველი პარტიის ყოფილი წევრები ამბობენ, წარმოუდგენიათ  რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც, ერთდროულად ევროპული სტრუქტურებისა და შვეიცარიული ბანკის კოორდინაციას ახერხებენ. თუმცა,  მათი თქმით, დარწმუნებულნი არიან, რომ ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს.

დეპუტატების განცხადება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზეა და სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე. 

ასევე იხილეთ

Slider arrow Slider arrow
  • თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს
    ბმული კოპირებულია

    თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 18:06, 28 აგვისტო, 2026
    28 აგვისტო, 2026

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
    ბმული კოპირებულია

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 14:40, 28 აგვისტო, 2026
    28 აგვისტო, 2026

  • ადვოკატი: თუ დენის კულანინის რუსეთში ექსტრადაცია მოხდება, მას შეიძლება სერიოზული საფრთხე დაემუქროს
    ბმული კოპირებულია

    ადვოკატი: თუ დენის კულანინის რუსეთში ექსტრადაცია მოხდება, მას შეიძლება სერიოზული საფრთხე დაემუქროს

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 13:25, 28 აგვისტო, 2026
    28 აგვისტო, 2026

  • აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
    ბმული კოპირებულია

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 11:49, 28 აგვისტო, 2026
    28 აგვისტო, 2026

  • მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა
    ბმული კოპირებულია

    მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 18:37, 27 აგვისტო, 2026
    27 აგვისტო, 2026

  • NAEC: 1795 აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი, თუმცა ვერცერთ პროგრამაზე ვერ ჩაირიცხა
    ბმული კოპირებულია

    NAEC: 1795 აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი, თუმცა ვერცერთ პროგრამაზე ვერ ჩაირიცხა

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 16:27, 27 აგვისტო, 2026
    27 აგვისტო, 2026

  • სახალხო დამცველი მერიას მოუწოდებს, დაადგინოს რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
    ბმული კოპირებულია

    სახალხო დამცველი მერიას მოუწოდებს, დაადგინოს რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 15:56, 27 აგვისტო, 2026
    27 აგვისტო, 2026

  • „მზადყოფნა გამოთქვა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად“ - კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს ესაუბრა
    ბმული კოპირებულია

    „მზადყოფნა გამოთქვა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად“ - კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს ესაუბრა

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 15:34, 27 აგვისტო, 2026
    27 აგვისტო, 2026

  • მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა
    ბმული კოპირებულია

    მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 14:45, 27 აგვისტო, 2026
    27 აგვისტო, 2026

  • პოპულარული
  • ახალი
  • ჩვენ გირჩევთ

ასევე იხილეთ

Slider arrow Slider arrow
  • თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს
    ბმული კოპირებულია

    თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 18:06, 28 აგვისტო, 2026
    28 აგვისტო, 2026

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
    ბმული კოპირებულია

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 14:40, 28 აგვისტო, 2026
    28 აგვისტო, 2026

  • ადვოკატი: თუ დენის კულანინის რუსეთში ექსტრადაცია მოხდება, მას შეიძლება სერიოზული საფრთხე დაემუქროს
    ბმული კოპირებულია

    ადვოკატი: თუ დენის კულანინის რუსეთში ექსტრადაცია მოხდება, მას შეიძლება სერიოზული საფრთხე დაემუქროს

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 13:25, 28 აგვისტო, 2026
    28 აგვისტო, 2026

  • აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
    ბმული კოპირებულია

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 11:49, 28 აგვისტო, 2026
    28 აგვისტო, 2026

  • მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა
    ბმული კოპირებულია

    მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 18:37, 27 აგვისტო, 2026
    27 აგვისტო, 2026

  • NAEC: 1795 აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი, თუმცა ვერცერთ პროგრამაზე ვერ ჩაირიცხა
    ბმული კოპირებულია

    NAEC: 1795 აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი, თუმცა ვერცერთ პროგრამაზე ვერ ჩაირიცხა

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 16:27, 27 აგვისტო, 2026
    27 აგვისტო, 2026

  • სახალხო დამცველი მერიას მოუწოდებს, დაადგინოს რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
    ბმული კოპირებულია

    სახალხო დამცველი მერიას მოუწოდებს, დაადგინოს რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 15:56, 27 აგვისტო, 2026
    27 აგვისტო, 2026

  • „მზადყოფნა გამოთქვა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად“ - კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს ესაუბრა
    ბმული კოპირებულია

    „მზადყოფნა გამოთქვა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად“ - კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს ესაუბრა

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 15:34, 27 აგვისტო, 2026
    27 აგვისტო, 2026

  • მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა
    ბმული კოპირებულია

    მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 14:45, 27 აგვისტო, 2026
    27 აგვისტო, 2026

Publica Logo
  • COVID-19
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • არჩევნები 2021

გამოიწერე სიახლე

@ publika.ge