Publica Logo
Search
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • სტატია
  • ბლოგი
  • ვიდეო
  • ფოტო
  • ციტატა
  • ქვიზი
  • ავტორები
  • ჩვენ შესახებ
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • სტატია
  • ბლოგი
  • ვიდეო
  • ფოტო
  • ციტატა
  • ქვიზი
  • ავტორები
  • ჩვენ შესახებ
ბმული კოპირებულია

ივანიშვილი და დეოლიგარქიზაცია - სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე მორიგ განცხადებას ავრცელებენ

30 ივნისი, 2022
პოლიტიკა
პუბლიკა avatar
პუბლიკა 19:56, 30 ივნისი, 2022
30 ივნისი, 2022
ბმული კოპირებულია
Article main image

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე მორიგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ სურთ მათი ხედვა მიმდინარე საკითხებთან გააცნონ საზოგადოებას. განცხადებაში საუბარია, კანდიდატის სტატუსზე, დეოლიგარქიაზე, ბიძინა ივანიშვილსა და სხვა საკითხებზე.

„დეოლიგარქიზაცია – ევროკომისიის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი დეოლიგარქიზაციას ეხება. ამ კუთხით, ნაციონალური მოძრაობა და მისი უცხოელი მეგობრები თავხედურად მიანიშნებენ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის სახელი და გვარი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც კი ჩაწერეს.

… რაც შეეხება პოლიტიკაზე მის გავლენას: გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, პოლიტიკაში მისი ჩარევის არცერთი ფაქტი არ არსებობს.

მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან გავიდა, ბიძინა ივანიშვილმა ერთადერთი საჯარო განცხადება გააკეთა, როდესაც გავრცელებული სპეკულაციების საპასუხოდ, გახარიას ქმედებას თავისი სახელი დაარქვა. არცერთ სხვა შემთხვევაში, მას საზოგადოების განწყობაზე გავლენის მოხდენის არცერთი პირდაპირი თუ ირიბი მცდელობა არ ჰქონია.

როგორც უკვე ვთქვით, ივანიშვილი არც კვირიკაშვილის და არც გახარიას საქმეში არასოდეს ერეოდა. თუმცა, საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს თეორიული ეჭვი, ხომ არა აქვს მას კომუნიკაცია მოქმედ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარტიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ამას უარყოფს, საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს, თუნდაც, აბსტრაქტული ეჭვი, ხომ არ უკავშირდებიან ისინი ივანიშვილს ან, პირიქით, ივანიშვილი მათ.

თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ივანიშვილი გუნდის ლიდერებს პერიოდულად რაიმე რჩევებს აძლევს, პოლიტიკაში ეს ნორმაა და არაფორმალურ მმართველობას არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს. მაგალითად, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმაზე, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ლამის მთლიანად ბარაქ ობამამ დააკომპლექტა, თუმცა, ამისათვის ობამა დღემდე არავის გაუკრიტიკებია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ისინი კვლავ იმეორებენ, რომ ოლიგარქი არა ბიძინა ივანიშვილი არამედ ოპოზოციური პარტიის ლიდერები არიან, ასევე მიხეილ სააკაშვილი.

„დეპოლარიზაცია – დეპოლარიზაციაზე ვინმე სერიოზულად რომ ფიქრობდნენ, პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსზე არ გვეტყოდნენ უარს. ფაქტია, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არა დეპოლარიზაციას, არამედ სწორედ რომ პოლარიზაციას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმთავითვე ადვილი გამოსაცნობი იყო.

დეპოლარიზაციის ცნება იმდენად აბსტრაქტულია, რომ საიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ ყურს. უკვე ცხადად შეიძლება იმის წინასწარმეტყველება, თუ რამდენ აბსურდულ მოთხოვნას დაუკავშირებენ დეპოლარიზაციას”, – ამბობენ ისინი.

ამის შემდგე განცხადებაში კვლავ ბიძინა ივანიშვილის უბრუნდებიან და მის მიმართ „არაფორმალურ სანქციებს”.

„ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, კანდიდატის სტატუსით ხორციელდება ზეწოლა მთავრობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, არაფორმალური სანქციით – ბიძინა ივანიშვილზე.

ისმის მარტივი შეკითხვა – რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან? ეს კაცი პოლიტიკაში არ ერევა და რომც ერეოდეს, ვერავინ ამბობს, თეორიულად, ამით რას შეიძლება აფუჭებდეს. ივანიშვილი რომ არაფერს აფუჭებს, სინამდვილეში, ეს მათაც ძალიან კარგად იციან.

რჩება ერთადერთი ლოგიკური ინტერესი ორი ვარიაციით, რაც ამ ძალებს ივანიშვილის მიმართ შეიძლება ამოძრავებდეს: ან უნდათ, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ დააბრუნონ პოლიტიკაში, რათა რუსეთისთვის  სანქციები დააწესებინონ და საქართველო მეორე ფრონტად აქციონ, ან უნდათ, მას ამგვარი მითითებები გუნდის ლიდერებისთვის მიაცემინონ.

გარკვეული ძალები ხედავენ, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე და მთელი გუნდი ჯიუტად იცავენ პოზიციებს და არც სანქციებს და არც ომს არ თანხმდებიან. ასეთ დროს, ივანიშვილია ერთადერთი, ვისაც მათი გადარწმუნება და პროცესების სხვა მიმართულებით წარმართვა შეუძლია.

ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების წარმომადგენლებს მსგავსი საუბარი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაც ექნებოდათ”, – ამბობნე ისინი.

როგორც მმართველი პარტიის ყოფილი წევრები ამბობენ, წარმოუდგენიათ  რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც, ერთდროულად ევროპული სტრუქტურებისა და შვეიცარიული ბანკის კოორდინაციას ახერხებენ. თუმცა,  მათი თქმით, დარწმუნებულნი არიან, რომ ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს.

დეპუტატების განცხადება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზეა და სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე. 

ასევე იხილეთ

Slider arrow Slider arrow
  • სომხეთში დისლოცირებულ რუს ჯარისკაცებს უკრაინის მოქალაქეზე თავდასხმაში ადანაშაულებენ
    ბმული კოპირებულია

    სომხეთში დისლოცირებულ რუს ჯარისკაცებს უკრაინის მოქალაქეზე თავდასხმაში ადანაშაულებენ

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 00:30, 11 ნოემბერი, 2026
    11 ნოემბერი, 2026

  • სომხეთის პარლამენტში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო
    ბმული კოპირებულია

    სომხეთის პარლამენტში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 23:53, 10 ნოემბერი, 2026
    10 ნოემბერი, 2026

  • ბრიტანეთი წყალქვეშა კაბელების დასაცავად და რუსული წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად £90 მილიონს გამოყოფს
    ბმული კოპირებულია

    ბრიტანეთი წყალქვეშა კაბელების დასაცავად და რუსული წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად £90 მილიონს გამოყოფს

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 18:17, 10 ნოემბერი, 2026
    10 ნოემბერი, 2026

  • „გამოწვევაა, რომ ორ ბანკს უჭირავს საფინანსო სექტორის 75-80%“ - პირველი მოსმენით მიიღეს მიკრობანკებთან დაკავშირებული პროექტი
    ბმული კოპირებულია

    „გამოწვევაა, რომ ორ ბანკს უჭირავს საფინანსო სექტორის 75-80%“ - პირველი მოსმენით მიიღეს მიკრობანკებთან დაკავშირებული პროექტი

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 17:40, 10 ნოემბერი, 2026
    10 ნოემბერი, 2026

  • ერდოღანის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მან და ალიევმა თურქეთ-აზერბაიჯანის მოკავშირეობა შეაქეს
    ბმული კოპირებულია

    ერდოღანის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მან და ალიევმა თურქეთ-აზერბაიჯანის მოკავშირეობა შეაქეს

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 17:32, 10 ნოემბერი, 2026
    10 ნოემბერი, 2026

  • თურქეთში იზმირის ქარხანაში მომხდარ აფეთქებაზე ინფორმაციის გავრცელება აკრძალეს
    ბმული კოპირებულია

    თურქეთში იზმირის ქარხანაში მომხდარ აფეთქებაზე ინფორმაციის გავრცელება აკრძალეს

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 17:03, 10 ნოემბერი, 2026
    10 ნოემბერი, 2026

  • რუსთაველის გამზირის საახალწლო განათებაზე მერია 2.5 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს
    ბმული კოპირებულია

    რუსთაველის გამზირის საახალწლო განათებაზე მერია 2.5 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 16:19, 10 ნოემბერი, 2026
    10 ნოემბერი, 2026

  • კანონპროექტით, სავაჭრო-სამრეწველო პალატას პრემიერის ნაცვლად ეკონომიკის სამინისტრო გააკონტროლებს
    ბმული კოპირებულია

    კანონპროექტით, სავაჭრო-სამრეწველო პალატას პრემიერის ნაცვლად ეკონომიკის სამინისტრო გააკონტროლებს

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 16:11, 10 ნოემბერი, 2026
    10 ნოემბერი, 2026

  • სომხეთმა, აზერბაიჯანმა და აშშ-მა TRIPP-ის წინსვლის მიზნით ტექნიკური დაგეგმვის ჯგუფები შექმნეს
    ბმული კოპირებულია

    სომხეთმა, აზერბაიჯანმა და აშშ-მა TRIPP-ის წინსვლის მიზნით ტექნიკური დაგეგმვის ჯგუფები შექმნეს

    პუბლიკა avatar
    პუბლიკა 15:19, 10 ნოემბერი, 2026
    10 ნოემბერი, 2026

  • პოპულარული
  • ახალი
  • ჩვენ გირჩევთ

  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • კულტურა

გამოიწერე სიახლე

@ publika.ge