ბათუმში, ბესიკისა და კიროვის ქუჩების კვეთაზე, მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა, – ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ბათუმის სასწრაფო დახმარების ექიმებს მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
„პუბლიკასთან” საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.