საქართველოს სახელისუფლებო შტოების ლიდერები უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა:
„უკრაინელმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.
საქართველო და უკრაინა არიან ახლობელი, მოძმე ერი ერთნაირი ბრძოლით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი. და ჩვენ მუდამ ერთად ვიდგებით“, – წერს პრეზიდენტი.
Happy #IndependenceDay to Ukraine!
The Ukrainian nation has shown the world its admirable fight for its independence and freedom.
?? and ?? are close, brotherly nations with a similar struggle. We know the cost of independence. And we will always stand together. #SlavaUkraini
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) August 24, 2022
დამოუკიდებლობის დღის მიმართვას ავრცელებს პრემიერი ღარიბაშვილიც:
„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“,- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
Happy Independence Day to #Ukraine! We wish peace & prosperity to ?? & ukrainian people in these difficult times of war.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) August 24, 2022
„ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენი სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის ხაზს უსვამს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.
უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ სიმამაცეს და ძალას, რომ დაიცვან სამშობლო და თავიანთი მომავალი“, – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
I congratulate the Ukrainian people on the Independence Day. Your exemplary fight for freedom highlights a great value of independence. We wish continued strength & bravery to the people of #Ukraine to protect their homeland and ensure peaceful & prosperous future. @r_stefanchuk pic.twitter.com/Indhvv8PLV
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) August 24, 2022