საქართველოს კუკტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
მან თავის გამოსვლაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ისუბრა და თქვა, რომ ისინი არაპროფესიონალები იყვნენ და შრომით დავაზე სასმართლოს 4 გადაწყვეტილება არსებობს სამინისტროს სასარგებლოდ.
„ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმა განხორიელდა ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს, აგრამ არაუშავს ორივე „რ-ზე“ იწყება.
რეფორმა გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, ვინც ნეპოტიზმით, უცოდინრობის მიუხედავად მუშაობდნენ სისტემაში, ჩვენ მათ დავემშვიდობეთ. დიახ, ეს არის ასე. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. 4 საქმეზე უკვე დამდგარია გადაწყვეტილება და ოთხივე გადაწყვეტილება სამინისტროს სასარგებლოდ, უარია ნათქვამი სამსახურში აღდგენაზე.
მე არ მაქვს კრიტერიუმები, რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გარდა – ეს არის პროფესიონალიზმი, დაუზარლობა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გვყვავდნენ ჩვენ ადამიანები, რომლებსაც ეუბნები წადი ამა და ამ ძეგლზე ამოსულია ხე და იმას უბრალოდ ეზარება რომ წავიდეს. ძალიან მრცხვენია ამაზე რომ მიწევს საუბარი, მაგრამ მე ვერ ვმუშაობ ასე და ამისთვის ბიდიშს არ მოვიხდი, “- განაცხადა თეა წულუკიანმა.