„მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან და მისცეს მას საშუალება, იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და ჯანმრთელობაზე”, – ასე ეხმაურება დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, სტრასბურგის სამინისტროს გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება.
„პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც გულით და გულწრფელად გაუხარდა ჩვენი დღევანდელი წარმატება!
ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემ ძმას, ჩვენს ოჯახს, აბსოლუტურად ყველა ადვოკატს, რომლებიც საქმისწარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩართულნი იყვნენ მამა გიორგი მამალაძის საქმეში, ჟურნალისტებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს.
მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან და მისცეს მას საშუალება იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და ჯანმრთელობაზე. უნდა გვესმოდეს, რომ ჩემი ძმის მდგომარეობა არის უმძიმესი! მისი პატიმრობაში დატოვებით შესაძლოა დადგეს უმძიმესი, ლეტალური შედეგიც კი! ეს კი არც სახელმწიფომ და არც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას!”, – ნათქვამია განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა, შესაბამისად, დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დარღვევა.
სასამართლო ერთხმად ადგენს, რომ:
- არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის [საქმის სამართლიანი განხილვის უფლება] 1-ლი პუნქტი იმ ნაწილში, თუ როგორ იქნა მოპოვებული და გამოყენებული მტკიცებულებები განმცხადებლის წინააღმდეგ;
- დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი სასამართლო პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;
- დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი [უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა];