კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები გაიფიცნენ - პროფკავშირი

პუბლიკა

„საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაიფიცნენ ღირსეული სამუშაო პირობებისა და სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნით, – ინფორმაციას ამის შესახებ მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორ“ ავრცელებს.

მათი თქმით, გაფიცვა უვადოა და მანამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„მოგახსენებთ, რომ მედიციის პროცესმა უშედეგოდ ჩაირა. დასაქმებულები მოითხოვენ:

  • ხელფასის 30%-იან ზრდას;
  • საქსტატის მონაცემების შესაბამისად ხელფასების ყოველწლიურ ინდექსაციას;
  • საპენსიო გადასახადის დამსაქმებლის მიერ დაფარვას;
  • ღირსეულ და უსაფრთხო შრომით პირობებს;
  • აპროტესტებენ ქარხანაში არსებულ ანტისანიტარიას და ითხოვენ მის მოწესრიგებას;
  • დამსაქმებლის მხრიდან შანტაჟისა და მუქარის აკრძალვას;
  • კოლექტიურ შეთანხმებას;
  • მენეჯმენტის ბრალეულობის გამო ქარხნის სრულფასოვან ფუნქციონირებას;
  • დამფუძნებლებთან შეხვედრას, რადგან მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მენეჯმენტი განზრახ აზიანებს და აკოტრებს ქარხანას;
  • კომპანია ცდილობს, დასაქმებულების ერთმანეთთან დაპირისპირებას, მათ შორის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებით ჩანაცვლებას“, – წერია პროფკავშირის განცხადებაში.