ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლე პარლამენტში ქეთევან თურაზაშვილი გახდა

პუბლიკა

ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლედ პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი გახდა. მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს, რის გამოც მას დეპუტატის უფლებამოსილება აღარ აქვს. კანონმდებლობის მიხედვით, მისი ადგილი საარჩევნო სიით მისმა მომდევნომ, ქეთევან თურაზაშვილმა დაიკავა.