„ლევან იოსელიანი არასდროს არ გახდება ნინო ლომჯარია, მე ამის ღრმად მწამს და ამის ეშინოდათ, რა თქმა უნდა, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც უნდოდათ აგენტი და ჯაშუში ამ თანამდებობაზე”, – განაცხადა „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოქმედ და ყოფილ სახალხო დამცველებზე საუბრისას.
„იოსელიანის არჩევისთანავე გამოაქვეყნეს ნეგატიური განცხადება მის არჩევასთან დაკავშირებით, ეს იყო დაახლოებით 10-15 NGO. ესენი არიან ყველაზე მდიდარი NGO-ები, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე რადიკალური ქმედებებით, ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის უბრალოდ შემადგენელი ნაწილი. მიზეზი არის ერთი, მათ იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, არ არის ჯაშუში და მათ გაუჭირდებოდათ ლევან იოსელიანი დაქვემდებარება ისე, როგორც დაიქვემდებარეს მარტივად თავის დროზე ნინო ლომჯარია“, – აცხადებს კობახიძე.
7 მარტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტმა ლევან იოსელიანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.