ადამიანთა დიდ ნაწილს მცდარი წარმოდგენები აქვს მარილის მოხმარების შესახებ - რა უნდა იცოდეთ

პუბლიკა

საქართველოში მარილის მაღალი მოხმარება განსაკუთრებით პრობლემატურია, როგორც ვიცით, რეკომენდებულ დღიურ საშუალო დოზაზე თითქმის 2-ჯერ მაღალია და 8.5 გრამს უტოლდება,– ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.

სილვიუ დომენტეს კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს:

„საქართველოში განსაკუთრებით პრობლემატურია მარილის მაღალი მოხმარება, როგორც ვიცით, ის რეკომენდებულ საშუალო დღიურ დოზაზე თითქმის 2-ჯერ მაღალი და 8.5 გრამს უტოლდება. მამაკაცებში კიდევ უფრო მაღალია და 10 გრამს უტოლდება. როგორც ვიცით, ჰიპერტენზია წამყვანი მკვლელია საქართველოში, ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების და სხვა არაგადამდები დაავადებების მთავარ რისკფაქტორია მარილის მაღალი მოხმარება. მარილის შემცირებისკენ მიმართული ინტერვენციები ყველაზე ხარჯთეფექტურია”,- აღნიშნავს სილვიუ დომენტე.

ადამიანთა დიდ ნაწილს მცდარი წარმოდგენები აქვს მარილის მოხმარების შესახებ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას უზიარებს ინფორმაციას, თუ რა უნდა იცოდნენ მარილის მოხმარებასთან დაკავშირებით:

  • მარილს შეუძლია ნებისმიერ ასაკში მოახდინოს გავლენა შენს ჯანმრთელობაზე.

ასაკისა და ჯანმრთელობის მოდგომარეობის მიუხედავად, ზედმეტი მარილის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს არტეტიული წნევის ზრდა.

  • საკვებში მარილის მაღალი შემცველობის ამოცნობა ყოველთვის ვერ ხერხდება გემოს საშუალებით.

პური, ყველი და ბევრი ტკბილეული შიცავს მარილს, მაგრამ შეიძლება არ იგრძნობოდეს მარილის გემო

  • გემოს მიღება მარილის გარდა ბევრი სხვა წყაროს საშუალებით შეიძლება.

გემოს გასაძლიერებლად მარილის ნაცვლად შეგიძლია გამოიყენო, როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული სუნელები და სანელებლები.

  • ჰიმალაის მარილის მოხმარება შეიცავს იგივე რისკებს, რასაც ჩვეულებრივი სუფრის მარილი.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიმალაის მარილში მინერალების მეტი რაოდენობაა, იგი ნატრიუმს იგივე რაოდენობით შეიცავს, როგორც ჩვეულებრივი მარილი, შესაბამისად ჰიმალაის მარილი ვერ ახდენს გულის დაავადებების პრევენციას.

საკვებში მარილის რეალური შემცველობის გაგება ადვილი არ არის, თუმცა არც შეუძლებელია. გამოიყენე ეს მარტივი სისტემა არჩევანის გასაკეთებლად: