რუსეთსა და უკრაინას შორის 1000-1000 ტყვის გაცვლის საბოლოო, მესამე ეტაპი შედგა.
ტყვეების გაცვლაზე რუსეთი და უკრაინა სტამბოლის მოპარაკებებზე შეთანხმდნენ.
„დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურისა და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის ჯარისკაცები სახლში ბრუნდებიან.
მადლობას ვუხდი გუნდს, რომელმაც უწყვეტად იმუშავა ამ გაცვლის წარმატებით განსახორციელებლად. ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს რუსული ტყვეობიდან”. – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
1000-1000 ტყვის გაცვლა რუსეთსა და უკრაინას შორის 3 ეტაპად მოხდა. პირველი გაცვლა 23 მაისს შედგა.