ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ადამიანებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ იარსებონ. სხვა პრობლემებთან ერთად, სრულფასოვანი განათლების მიღება არის ის, რაც ჯავახეთის სოფლების მცხოვრებლებს აერთიანებს.
მაგალითად, ნინოწმინდის სოფელ ფარავანში არ არის საბავშვო ბაღი, არადა სოფელში ათეულობით აღსაზრდელია. წელიწადის უმეტეს დროს კი კაცები შრომით მიგრაციაში არიან, ხოლო საშინაო შრომასთან ერთად სასოფლო შრომაც ქალებზე გადადის და ეს ქალების ყოველდღიურობას კიდევ უფრო ართულებს.
წარმოგიდგენთ სიუჟეტების ციკლს განათლების სამივე საფეხურზე უმცირესობებით დასახლებული სოფლებიდან. პირველი სკოლამდელი აღზრდის საფეხურია.