უკრაინის გენშტაბი რუსული სადესანტო გემის განადგურებაზე ცნობებს ადასტურებს

პუბლიკა

უკრაინის გენერალურმა შტაბმა ოფიციალურად დაადასტურა რუსული სადესანტო ხომალდის განადგურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

როგორც გენშტაბი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინელებმა გემს 14 თებერვალს დაარტყეს და ოპერაცია თავდაცვის სამინისტროს დაზვერვასთან ერთად ჩატარდა.

ინფორმაცია გემის ჩაძირვის შესახებ მანამდე „უკრაინსკა პრავდამ” წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა და დაწერა, რომ მას უკრაინელები დრონებით დაესხნენ თავს, რის შემდეგაც ის ჩაიძირა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოები ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებშიც.

რუსულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა როგორც დღეს დილით რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, 14 თებერვლის ღამეს ოკუპანტებმა შავ ზღვაში 6 დრონი ჩამოაგდეს.