უკრაინული მედია რუსული სადესანტო ხომალდის ჩაძირვის შესახებ წერს

პუბლიკა

„უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 14 თებერვლის დილას უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსული სადესანტო გემი ჩაძირეს. მედია აღნიშნავს, რომ ხომალდს დრონებით დაესხნენ თავს, რის შემდეგაც ის ჩაიძირა.

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ოფიციალური უწყებების კომენტარები არ გავრცელებულა, თუმცა რუსულ მედიაში თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერენ, რომ ღამით შავ ზღვაში 6 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

სოციალურ ქსელ X-ზე ვრცელდება ინციდენტის ამსახველი სავარაუდო ვიდეოები, თუმცა მომხდარი ოფიციალურად დადასტურებული არ არის. „უკრაინსკა პრავდა“ აღნიშნავს, რომ ეს უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ოპერაცია იყო.