ყირგიზეთმა „უცხოური აგენტების" შესახებ რუსული კანონი მიიღო

პუბლიკა

ყირგიზეთმა „უცხოური აგენტების” შესახებ რუსული კანონი მიიღო. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა სამშაბათს მოაწერა ხელი.

კანონპროექტი მიზნად ისახავს უცხოური დაფინანსების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებზე სამთავრობო კონტროლის გაზრდას – მას ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აკრიტიკებენ და შემზღუდავ ზომებს უწოდებენ.

კანონში გამოყენებულია რუსეთის მიერ 2012 წელს მიღებული „უცხოური აგენტების” კანონში არსებული მუხლები და მსგავსია ენაც. დამატებით, კანონში განსაზღვრულია ვალდებულებები უცხოური დაფინანსების მიმღები იმ არასამთავრობოების მიმართ, რომლებიც „პოლიტიკურ” აქტივობებში არიან ჩართულები.

ევროპაში უსაფრთხოებისა და კორპორაციის ორგანიზაციამ თებერვალში კანონი გააკრიტიკა და თქვა, რომ მის მიღებას ყირგიზეთში ექნებოდა „უდიდესი ნეგატიური გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე, ადამიანის უფლებების დამცველებსა და მედიაზე”. პრეზიდენტის ოფისის განცახდებით კი, კანონი შემუშავებულია იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა „უფრო გამჭვირვალე” გახადონ.

კანონს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი „შემაშფოთებელია” და ის რისკის ქვეშ აყენებს ორგანიზაციების საქმიანობას.

3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტს არცერთი ფორმით აღარ დააბრუნებდნენ.