ირაკლი შოთაძე „ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო” გენერალური პროკურორის პოსტს ტოვებს.
მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მისთვის ამ ურთულესი გადაწყვეტილების მიღება ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით უწევს”.
ირაკლი შოთაძის თქმით, უკვე რამდენიმე თვეა, ის საზღვარგარეთ მკურნალობს.
მისივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადადგომის შესახებ პარლამენტს უკვე მიმართა.
ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ზაზა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციების ფონზე შოთაძე თანამდებობიდან გადადგა.
2020 წლის 18 თებერვალს ის პარლამენტმა ხელახლა დანიშნა გენერალურ პროკურორად.