შვედეთში „მაიმუნის ყვავილის" პირველი შემთხვევა დადასტურდა

პუბლიკა

შვედეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

მანამდე, დღესვე, 15 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აფრიკის გარკვეულ ნაწილში „მაიმუნის ყვავილის” გავრცელება გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. WHO ბოლო 2 წლის განმავლობაში ასე უკვე მეორედ მოიქცა.

ამ ვირუსულმა ინფექციამ კონგოს რესპუბლიკაში თავდაპირველი გავრცელების დროს, სულ მცირე, 450 ადამიანი იმსხვერპლა. ამჯერად ის გავრცელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკის ნაწილებშიც, რის საფუძველზეც WHO-მ საგანგებო კომიტეტი მოიწვია.

„მაიმუნის ყვავილი” (Mpox) ვრცელდება ახლო კონტაქტით და ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები, ასევე, გამონაყარი და შესაძლოა, ფატალურადაც დასრულდეს.