პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ადასტურებს „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ასეთი ქცევა არასერიოზულია.
„კი, მე როგორც ვიკითხე, ეს მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ, თავადვე, თავისივე გაგზავნილი მოწვევა ერთ დღეს, მეორე დღეს უკან გაიწვიეს. უბრალოდ, არასერიოზულია საერთო ჯამში ასეთი ქცევა, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ამერიკისა და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ჩვენ ახლა ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან“, – ამბობს პაპუაშვილი.
გარდა ამისა, „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. კობახიძესთან შეხვედრაზე უარი თქვა ჯეიკ სალივანმაც, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.