რა შემთხვევაში ინიშნება ენტეროლი და ვისთვის არ შეიძლება მისი მიღება

ფასიანი განთავსება

ალბათ, ყველა ჩვენგანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია დიარეასთან დაკავშირებული დისკომფორტი. ეს პრობლემა ზოგჯერ მსუბუქი სახით ვლინდება და ადვილად მოგვარებადია, ზოგჯერ კი საკმაოდ მძიმე სიმპტომები და გართულება ახასიათებს. ორივე შემთხვევაში, პრობლემის მოგვარება ენტეროლს შეუძლია, რომელიც  ეფექტიანად გამოიყენება როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში.

ენტეროლი ყველაზე ხშირად დანიშნვადი ანტიდიარეული პრეპარატია, რომელიც გამოდის კაფსულების და ფხვნილის სახით და ინიშნება შემდეგი მდგომარეობისას:

  • მწვავე ვირუსული და ბაქტერიული დიარეული ინფექცია ბავშვებში და ზრდასრულებში;
  • მწვავე და ქრონიკული ენტერიტები და ენტეროკოლიტები;
  • ანტიბიოტიკით გამოწვეული დიარეის მკურნალობა და პრევენცია; 
  • ვანკომიცინისა და მეტრონიდაზოლით მკურნალობისას დანამატის სახით;
  • ნაწლავური დისბაქტერიოზი;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • ზონდით ხანგრძლივ კვებასთან დაკავშირებული დიარეა.
  • Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
  • შიდსთან ასოცირებული დიარეა.

ვისთვის არ შეიძლება ენტეროლის მიღება?

ენტეროლის მიღება ყველასთვის როდია რეკომენდებული. მისი მიღება არ შეიძლება მთელ რიგ შემთხვევებში, მაგალითად:

  • თუ ალერგიული ხართ პრეპარტის რომელიმე ინგერდიენტის მიმართ;
  • ცენტრალური ვენური კათეტერიზაციისას;
  • დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ან ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში;
  • ენტეროლი ასევე არ მიიღება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

აქვს თუ არა ენტეროლს გვერდითი ეფექტები?

გვერდითი ეფექტები ყველა წამალს აქვს, ამ მხრივ გამონაკლისი არც ენტეროლია. თუმცა ენტეროლის მიღებას გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად ახლავს. ძირითადად აღწერილია შებერილობის რამდენიმე შემთხვევა, ფუნგემია, ალერგია, ქავილი, გამონაყარი კანზე და სხვა.

მართალია, ეს არ გახლავთ რაიმე სერიოზული სახის გვერდითი მოვლენები, მაგრამ მათი გამოვლენისას აუცილებლად უნდა შეატყობინოთ მკურნალ ექიმს.

როდის კაფსულა და როდის ფხვნილი? 

როგორც აღვნიშნეთ, ენტეროლი გამოდის კაფსულებისა და ფხვნილის სახით. 

კაფსულები ძირითადად მოზრდილებში და 6 წელზე უფროს ბავშვებში გამოიყენება, რადგან, როგორც წესი, კაფსულის გადაყლაპვა ამ ასაკობრივ ჯგუფში პრობლემას არ წარმოადგენს. ხოლო ჩვილებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში შეგიძლიათ გამოიყენოთ ენტეროლის ფხვნილი, რომლითაც ორალურ სუსპენზიას მოამზადებთ, რათა პატარებმა ის ადვილად მიიღონ.

რაც შეეხება დოზებს მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. რეკომენდებული დოზაა: 1-2 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში. ხოლო 6 წლამდე ბავშვებში: 1/2 პაკეტი 2-ჯერ დღეში, ხოლო 1-6 წლამდე — 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში.

ენტეროლით მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 3-14 დღე, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის შედეგზე. 

გაითვალისწინეთ, პრეპარატი უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.