როგორ გვეხმარება დუფალაკი ყაბზობის დროს?

ფასიანი განთავსება

ცხოვრების თანამედროვე სტილმა მრავალი დაავადების წარმოშობა თუ გახშირება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა ყაბზობა, იგივე შეკრულობა, რომელსაც 21 საუკუნის თანმხლებ დაავადებადაც მოიხსენიებენ.   

ყაბზობის მთავარი მიზეზი ცხოვრების უმოძრაო წესი და არასწორი კვებაა, თუმცა არსებობს მთელი რიგი სხვა მიზეზებიც, როგორებიცაა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი გამოყენება; მეტაბოლურ-ენდოკრინული დარღვევები; არასაკმარისი რაოდენობის სითხის მიღება; დეპრესია და სხვა.

ყაბზობის დროს პირველ რიგში საჭიროა კვების მოწესრიგება და ფიზიკური აქტივობის გაზრდა, თუმცა ზოგ შემთხვევაში აუცილებელი ხდება საფაღარათო საშუალებების მოხმარებაც.

ერთ-ერთი ასეთი საფაღარათო საშუალებაა დუფალაკი, რომელიც გამოიყენება როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებსა და ორსულებში. 

როდის უნდა მიიღოთ დუფალაკი?

დუფალაკი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც  გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ (ისეთ შემთხვევებშიც კი, თუ პაციენტს აქვს ბუასილი, ან ჩატარებული ოპერაცია ანალურ ხვრელსა და მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილზე); ქრონიკული ყაბზობისას (როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებსა და ორსულებში).

დუფალაკი ასევე გამოიყენება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის (მათ შორის ღვიძლის პრეკომა და კომა). აგრეთვე, ანტიბიოტიკოთერაპიის, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ, ნაწლავის მიკროფლორის ნორმალური შემადგენლობის აღსადგენად; გარდა ამისა, ახალშობილებსა და ბავშვებში ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის ფორმირებისა და აღდგენისთვის, განსაკუთრებით თუ ბავშვი დაბადებულია საკეისრო კვეთით ან ხელოვნურ კვებაზეა.

დუფალაკს იყენებენ ნაღველ-კენჭოვანი დაავადების, ჰიპერქოლესტერინემიის სამკურნალოდ. სალმონელური მატარებლობის დროს და ალკოჰოლდამოკიდებულების დროსაც კი.

რა უნდა ვიცოდეთ დუფალაკის მიღებამდე — უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები

დუფალაკის მიღება, როგორც წესი, უსაფრთხოა და რეკომენდებულია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებსა და ორსულებში. თუმცა გარკვეული უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები ამ პრეპარატსაც აქვს. 

მაგალითად, დუფალაკის მიღება არ შეიძლება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ალერგიულები არიან ლაქტულოზას ან დუფალაკის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. 

ასევე, ნუ მიიღებთ ამ პრეპარატს, თუ გაწუხებთ გალაქტოზემია — იშვიათი გენეტიკური დაავადება, რა დროსაც ორგანიზმს არ შეუძლია გალაქტოზის შეწოვა. დუფალაკი ასევე არ მიიღება ნაწლავების ობსტრუქციის შემთხვევაში.

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღოთ პრეპარატი, თუ პაციენტის ორგანიზმს არ შეუძლია რძის შაქრის (ლაქტოზა) შეწოვა, აქვს გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტოზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, შაქრიანი დიაბეტი. ასეთ შემთხვევებში პაციენტმა ექიმის გარეშე დუფალაკი არ უნდა მიიღოს.

მკურნალობის დასაწყისში ან მისი მაღალი დოზით მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა: მუცლის არეში ტკივილი, სპაზმები, მეტეორიზმი, ბოყინი.

როგორ მივიღოთ დუფალაკი — პრეპარატის დოზირება და მიღების წესი 

დუფალაკი მიიღება პერორალურად. ბავშვებში 3 წლამდე — 5მლ, 3-6 წლამდე — 10მლ, 6-12 წლამდე — 15 მლ, 12 წლის ზევით და მოზრდილებში — 15-45 მლ, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც წესი, დოზა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. 

მწვავე ყაბზობის შემთხვევებში, დუფალაკი შეიძლება დაინიშნოს ოყნის სახით — 300 მლ დუფალაკი/700 მლ წყალზე. პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს და სასურველია, მის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.