მარტა კოსი: საქართველოში განვითარებული მოვლენები საგანგაშოა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი

პუბლიკა

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „საგანგაშოა“. ამის შესახებ ის X-ზე წერს.

„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საგანგაშოა. „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მოქალაქეთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ძირს კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს, საქართველოს მოქალაქეების ნების პატივისცემის შესაბამისად“, – წერს მარტა კოსი.


„ქართულ ოცნებას“ კანონმდებლობაში მორიგი რეპრესიული ცვლილებები შეაქვს.

ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში, „პოლიციის შესახებ“ კანონში.