„თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას”, – წერს facebook-ზე „ქართული ოცნების” პარლამენტის თანმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რითიც ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ იწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის „საომარი გეგმის” წინააღმდეგ.
„არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ „მშვიდობის პროექტი” სულ უფრო მეტად ემსგავსება „ომის პროექტს”. ამაზე თავად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ.
თუმცა, ფაქტი ერთია – თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას”, – წერს პაპუაშვილი facebook-ზე, პოსტის აღწერაში და ორბანის განცხადებას აზიარებს.
ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რამდენიმე კვირის წინ კოპენჰაგენში წარმოდგენილი იყო „ბრიუსელის საომარი გეგმა:
„ევროპა იხდის, უკრაინელები იბრძვიან, რუსეთი კი უნდა დაიღალოს. რამდენი დაჯდება ეს და რამდენ ხანს გაგრძელდება, ჩვენ არ ვიცით. სტრატეგიის ნაცვლად, ბრიუსელში მხოლოდ ოცნებებით ხელმძღვანელობდნენ”, – წერს ის.
მისივე თქმით, დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას „ბრიუსელის საომარი გეგმის” წინააღმდეგ.
„დანიაში ნათლად განვაცხადე: ჩვენ ამას არ ვითხოვთ. მას შემდეგ მათ უნგრეთის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. არსენალი ფართოა: ჯაშუშობის ბრალდებები, ყალბი ამბების სკანდალები და იურიდიული ხრიკები…
არ შეიძლება უმოქმედოდ ვიყოთ! კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ უნგრელ ხალხს ომი არ სურს. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ორბანმა.