მზია ამაღლობელი, ბელარუს პატიმარ ჟურნალისტთან ერთად, სახაროვის პრემიის მოკლე სიაშია

პუბლიკა

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის მოკლე სიაშია.

მზია ამაღლობელი და ბელარუსი პატიმარი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი ასევე აქტივისტები, ჟურნალისტები და პოლიტიკური პატიმრები საქართველოდან და ბელარუსიდან – ერთ ნომინაციაში წარადგინა ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა: EPP.

მათ გარდა მოკლე სიაში წარდგენილნი არიან: ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში; „სერბი სტუდენტები“

დღეს ცნობილი გახდა სახაროვის პრემიის სამი ფინალისტის ვინაობა, ხოლო 2025 წლის დეკემბერში, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცნობილი გახდება, ვინ გახდება პრემიის გამარჯვებული.

სახაროვის პრემიას 1988 წლიდან ყოველწლიურად გადასცემს ევროპარლამენტი. პრემია დაარსდა საბჭოთა ფიზიკოსისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად და განკუთვნილია იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც გამორჩეულად იბრძვიან: აზრის, გამოხატვისა და ადამიანთა უფლებების თავისუფლებისთვის; დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის, მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.