1 ნოემბრიდან N306 მარშრუტზე 20 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს და მარშრუტი დაგრძელდება

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პირველი ნოემბრიდან N306 მარშრუტზე 20 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს და მისი დაფარვის არეალი გაფართოვდება.

„ახალი სქემის მიხედვით, მარშრუტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი ავტობუსი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და ემირ ბურჯანაძის ქუჩას დაუკავშირდება.

მეორე მხრივ, მარშრუტი აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან დიდ დიღმამდე გაგრძელდება. შესაბამისად, N306 ავტობუსი იმოძრავებს ფარნავაზ მეფის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით“, – თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

გარდა ამისა, კალაძის განცხადებით, ბელიაშვილის ქუჩისა და რობაქიძის გამზირის კვეთაზე, ახალი სატრანსპორტო კვანძიც მოეწყო. მისი თქმით, N306 მარშრუტის ავტობუსები ამ კვანძზე შუქნიშნის რეგულირების საშუალებით, მარცხნივ მოხვევით, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით გადაადგილდებიან.