შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
შსს-ს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევები – 1968 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1978 წელს დაბადებული ლ.მ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, ბრალდებულები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ – 1956 დაბადებულ ვ.ხ.- ს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს.
ვ.ხ.-ს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება და შესაბამისის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ორივე დამნაშავე ცხელ კვალზე – ბრალდებულის სახით დააკავა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.